გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

14-08-2021

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან ერთად, 29 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ დავით ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.


ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა ყვავილებით და გვირგვინებით სიმბოლურად ის ადგილი შეამკეს, სადაც უახლოეს ხანში გმირთა მემორიალი მოეწყობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა იოანე გელაშვილმა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.