გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსლან აბაშიძე: უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესია

14-08-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ოჯახებს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.


„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. ჩვენი მოქალაქეები სამშობლოს და ჩვენი საზოგადოების ერთიანობის იდეას შეეწირნენ. მათი ხსოვნა მარადიულია. ყოველთვის, როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვკრძალავთ, ტკივილი გვიახლდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დღეები ჩვენთვის შვებაცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი, ოჯახის წევრებს ეძლევათ საშუალება, პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს.


კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი. მინდა, მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს იმ უდიდესი შრომისთვის, რასაც ამ პროცესის წარმატებისთვის ეწევიან. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა წარმომადგენლებს სოხუმიდან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან და ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.


სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 1 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.


უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (2 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.