გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ნოსტეში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ

13-04-2018

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს ქუჩები მაისის ბოლოს ღამით განათდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ მიიღო.

კასპის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, გარეგანათების სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება. ნათურები 33 ბოძზე განთავსდება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, გარეგანათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.

სოფელი ნოსტე კასპიდან 21 კმ მანძილზე, ზღვიდ დონიდან 920 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 254 ადამიანი ცხოვრობს. გზა მოასფალტებულია.

ნოსტეში დგას დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ციხე-დარბაზი.

"შიდა ქართლი"