გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაშავებულმა უკრაინელმა სამხედროებმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი გაიარეს

16-08-2021

უკრაინელმა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მათი ოჯახის წევრებმა მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული თერაპიის კურსი გაიარეს. მათ ქართველ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.


უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 2015 წლიდან დღემდე წეროვანში სარეაბილიტაციო კურსი 264 უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ და მათი ოჯახის წევრმა გაიარა.