გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ავთანდილ თალაკვაძე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

16-08-2021

"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მედიკოსებს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ავთანდილ თალაკვაძემ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.


„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გაწეული შრომისთვის, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. თქვენ ხართ ბრძოლის წინა ხაზზე. თქვენი გმირობა სამაგალითოა.


წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი, რა ძალისხმევის, შრომის და სირთულეების ფონზე გიწევთ მუშაობა ყველა ექიმს, ექთანს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს - მთლიან სამედიცინო პერსონალს. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ კოვიდ-19-თან ბრძოლაში და ქვეყანა განაგრძობს მშვიდ ცხოვრებას, კარგი დღეები დაბრუნდება", - მიმართა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ ექიმებს.