გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო

16-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო. მთავრობის მეთაურის თქმით, ბატონმა თამაზმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ენის შესწავლასა და განვითარებაში, რაც დაუფასდა კიდეც არაერთი საპატიო წოდებითა და ხალხის სიყვარულით.


"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.


ბატონმა თამაზმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ენის შესწავლასა და განვითარებაში, რაც დაუფასდა კიდეც არაერთი საპატიო წოდებითა და ხალხის სიყვარულით. თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული მეცნიერებისათვის.


თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.