გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი რეგიონებზე გადანაწილდეს – პრემიერი

13-04-2018

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. პროგრამა სოფლად 18-დან 40 წლამდე ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„პროგრამა გათვლილია ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები, განსაკუთრებით, ეს არის რეგიონებზე გათვლილი. ამიტომ არის, სწორედ, ფერმერების ჩართულობა ამ პროგრამაში განსაკუთრებით ხაზგასმული. ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებები და სწორედ, თქვენი ასაკია ის ასაკი, როდესაც ეს ყველაზე ადვილია“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პროგრამის პრეზენტაციაზე მყოფ მეწარმეებს.

მისივე თქმით, „ახალგაზრდა მეწარმე“ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღაა მცირე და დამწყები საწარმოების განვითარებისთვის.

„პროგრამა ითვალისწინებს 18-დან 40 წლამდე დამწყები მეწარმეების წახალისებას - 40 %-იანი გრანტია გათვალისწინებული. ასევე, გათვალისწინებულია საკონსულტაციო დახმარება. მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს, ანუ ის პროექტები, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებული ტალღა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების  მხარდაჭერის პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 4 110 000 აშშ დოლარია.

reginfo.ge