გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთის ა/რ მთავრობა დევნილებს მიმართავს და კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

16-08-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს დევნილ საზოგადოებას და მოუწოდებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია/ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ, რადგან აცრა ეპიდემიის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.


დევნილი საზოგადოების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილებს ინფორმაციას მიაწვდიან (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) მობილური ამბულატორიების მიერ ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ. ასევე, დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ ტრანსპორტირებას იმუნიზაციის ცენტრებში.


ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე:


143; 2371998 ან 591634226 ნებისმიერი ოპერატორიდან და ქალაქის ტელეფონიდან;


595705159 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს;


551080984 - აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.