გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2020 წელს პირდაპირი ინვესტივიების მოცულობამ 57,2 პროცენტით იკლო

16-08-2021

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3 პროცენტით ნაკლები. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა. საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციითვე, ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2020 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 88.1 პროცენტი შეადგინა. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე №3. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება - 53.0 პროცენტით (303 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 35.1 პროცენტით (200.7 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - აშშ 17.2 პროცენტით (98.4 მლნ. აშშ დოლარი).


2020 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 88.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ. აშშ დოლარით.