გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეროვნული გმირი, ზაზა დამენია თანამებრძოლებმა გაიხსენეს

16-08-2021

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.


ზაზა დამენია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა ბრძოლის ველზე. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.