გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

16-08-2021

ისრაელის საელჩო მზად არის აქტიურად დააკვირდეს შემოდგომაზე დაგეგმილ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს. აღნიშნულის თაობაზე ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მათ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრეს და განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და პერსპექტივები. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სიახლეებზე, რომელსაც საარჩევნო კომისია საზოგადოებას ამ არჩევნებისთვის შესთავაზებს. ასევე ისაუბრა აქტივობების შესახებ, რომლებიც უკავშირდება გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას და ინკლუზიურობის უზრუნველყოფას.


„ისრაელის საელჩო საქართველოში აქტიურად აკვირდებოდა ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს. მათ შორის, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს.
შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილურობისთვის. ასე რომ, ისრაელი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, ბუნებრივია ინტერესდება ამ არჩევნების ადმინისტრირებით.


ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა იმ მოსამზადებელმა სამუშაომ რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ არჩევნების ორგანიზების კუთხით განახორციელა. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად ყველაფერი უფრო მშვიდად ჩაივლის ვიდრე გასული წლის არჩევნებზე“- განაცხადა რან გიდორმა.
გიორგი კალანდარიშვილის და რან გიდორის შეხვედრა 16 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა.