გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საარჩევნო ადმინისტრაციაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

16-08-2021

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ორგანიზებული ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები თბილისში ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ.


საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მისი მიზანი როგორც უშუალოდ ადმინისტრაციაში დასაქმებულთათვის, ისე ამომრჩევლებისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნვაა.


საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.


ვაქცინაციის პროცესი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ხორციელდება.