გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

17-08-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა, რომელიც მანამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია გახდა, რომელიც დღემდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იყო.