გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მირდატ ქამადაძე - ბათუმის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები დახურულია, საჯარო ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან

13-04-2018

ბათუმის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები დახურულია, საჯარო ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ გასცემენ.
მირდატ ქამადაძის თქმით, თუ ბათუმის მერიის შესაბამისი უწყებები ინფორმაციას დროულად არ მიაწვდიან, ინფორმაციის მიღებას სამართლებრივი გზით შეეცდებიან. 
"გვაინტერესებს როგორ ხდება ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა. არსებობს ეჭვი, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში ნეპოტიზმია და ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან. რაში იხარჯება თანხები არ ვიცით", -აცხადებს მირდატ ქამადაძე.

"ინტერპრესნიუსი"