გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს

17-08-2021

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრჩელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3 664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29 312 ვაკანტურადგილზე სულ დარეგისტრირდა 31 483 კონკურსანტის განაცხადი.


აქედან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ეს კი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.


ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა, კონკურსანტებთან ახლონათესაური კავშირის დადასტურების გამო, კომისიის წევრების არჩევის პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა 155 საარჩევნო უბანზე.


მნიშვნელოვანია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 წევრიდან 21 513 (98.26%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით, რაც იმას ნიშნავს, რომ 98,26%-ს კონკურსანტებისას უმეტეს შემთხვევებში როგორც პროფესიული ნიშნით არჩეულმა ისე პარტიული ნიშნით დანიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა დაუჭირეს მხარი; კერძოდ:


17 ხმით- საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი;


16 ხმით-საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი;


15 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 719 წევრი;


14 ხმით- საუბნო საარჩევნო კომისიის 4 102 წევრი;


13 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 9 391 წევრი;


12 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 11 511წევრი;


11 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 2 872 წევრი;


10 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 458 წევრი;


ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით - 9 ხმით, არჩეულია მხოლოდ 26 წევრი.


აღსანიშნავია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან 99.99%-ს არ უფიქსირდება ბოლო 1 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.


არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 7 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 20 401 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.14%-ია.


ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული წევრებიდან 13 296 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 255 -” საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 37 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.


ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.


აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, სადაც მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა, დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 94 ადგილობრივი დამკვირვებელი, ასევე 44 საარჩევნო სუბიექტის და 7 მედიასაშუალების წარმომადგენლები" - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.