გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს

17-08-2021

პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის" მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობამ უკვე დაიწყო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის" სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში 120-მდე ადამიანია დასაქმებული.
პრემიერ-მინისტრთან ერთად „ოცნების ქალაქში" პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.