გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

17-08-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.


დღეს სოფელ ქვემო გომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მედიკოსების მობილური ბრიგადა ჩავიდა.


40 ადგილობრივი მაცხოვრებლების იმუნიზაციის პროცესი ექიმებმა ნინო გრილავამ, სერგო ოჩიგავამ და გია ფანჩულიძემ განახორციელეს.


მოსახლეობის ვაქცინაცია სოფელ ლამისყანასა და ქვემო ჭალაში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) ექიმმა ალექსანდრე მეგრელიშვილმა ჩაატარა.


ალექსანდრე ექიმი, რომელსაც მეორე აცრის დღე 17 აგვისტოს ქონდა დაჯავშნული, ლამისყანელებთან ერთად საჯაროდ აიცრა.


ექიმთა ბრიგადას ვაქცინაციამდე მერიაში შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მერიის ა(ა)იპ ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნანა ნონიაშვილი.


დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სულ 107 მოქალაქე აიცრა.


იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.


აცრა ნებაყოფლობითია, დაიცავი საკუთარი თავი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.