გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ავღანეთში კერძო კონტრაქტით დასაქმებული საქართველოს 6 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

17-08-2021

საქართველოს 6 მოქალაქე , რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში , ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრნენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე.


ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოიყენებული.


მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრასნპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება.


საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად.


ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში.