გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

18-08-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ხელმძღვანელობდა ქ. თბილისში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.