13-04-2018
ზესტაფონის მერიიდან განთავისუფლებულმა პირებმა აქცია გამართეს. ისინი „ქართული ოცნების“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ისინი "ქართული ოცნების" დაარსების დღიდან კოალიციის მხარდამჭერები არიან. ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ დროისათვის სასამართლოში 22 საქმეა შესული, 4 საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მერიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა დაავალა. მერიამ სამი სამსახურში აღადგინა, ერთს კი - დაბრუნებაზე უარი უთხრა.
"ინტერპრესნიუსი"