18-08-2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ ბენეფიციარს - რუსთავში მდებარე მეტალურგიულ საწარმო „ეი-ემ-ბი-ალოისს" ესტუმრა.
ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს. საწარმო ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ე.წ. „მშრალ ფილტრებს" ამზადებს, რაც გარემოზე ზემოქმედების მავნე რისკს გამორიცხავს.
„2019 წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება აღმოვუჩინეთ კომპანია „ალოისს". საწარმომ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება და უკვე აქტიურად გააქვს პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში. უახლოეს მომავალში კომპანია, რომელიც საწარმოში 120 ადამიანს ასაქმებს, გაფართოებას გეგმავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავეხმარებით. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამა უფრო მეტად დაეხმარება ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.