სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში-"ეს ქუჩის გამყოფი გვიქმნის პრობლემას"

22-11-2017

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ერთმანეთს ქუჩის გამყოფთან შეეხაჯნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებული, დაზიანებულია ორივე მსუბუქი ავტომანქანა. 

ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფება საპატრულო პოლიცია. 

თვითმხილველები "გურიის მოამბესთან" ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გზაგამყოფს ასახელებენ, რომელიც მათი თქმით მხედველობის არეს ზღუდავს და მძღოლებს პრობლემას უქმნის: "ამ გზაგამყოფის ბრალია ყველაფერი. მხედველობის არე არის მძღოლისთვის ამ ბუჩქების და რკინის ღობის გამო შეზღუიდული და თუ ჯიპში არ ზიხარ, ადვილი შესაძლებელია ვერც გააკონტროლო მოძრაობა. უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ ამ ქუჩაზე ავარია ხდება, ზოგი ბორდიულს ასკდება, ზოგი ფეხით მოსიარულეს. გასულ წელს პატარა ბავშვს დაეჯახა მანქანა. აქ არის საბავშვო ბაღი და აქტიური მოძრაობა. ქუცა ისედაც ვიწრო იყო და შუაში გაჭრა რა მოიფიქრეს"-გვეუბნებიან თვითმხილველები. 

ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩა დაახლოებით ორი წლის წინ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით გაიჭრა. გზის გამყოფზე სხვადასხვა სახის დეკორატიული ბუჩქები დაირგო და შეიღობა. 


წყარო: "გურიის მოამბე"