გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2.2 პროცენტით გაიზარდა, ცხვრისა და თხის რაოდენობა კი 17.7 პროცენტით შემცირდა

18-08-2021

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 452.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით ნაკლებია.


ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7 პროცენტით შემცირდა და 984.7 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 192.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 13.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.2 პროცენტით შემცირდა და 11.5 მილიონ ფრთა შედგინა.


საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 194.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით ჩამორჩება.