გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის მინისტრი თურქეთში სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

19-08-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სტამბოლში, თავდაცვის სფეროში თურქული სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.


მხარეებმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილეს.


თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე IDEF21 თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებაში უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან. თურქეთის შეიარაღებული ძალების ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასშტაბით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.