გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლადპოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება

19-08-2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა. პოლონეთის აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები,მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.


დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ და მას გამომცემლობის ,,Vinisfera“ ხელმძღვანელი მარიუშკაპჩინსკი უძღვებოდა.


პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,3 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 28%-ია.