გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საარჩევნო პროცესზე თავდასხმა მიზნმიმართული კამპანიაა - სადამკვირვებლო ორგანიზაციები „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟზე

19-08-2021

ადგილობრივი სადამკვირვებელო ორგანიზაციების"დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრისა" და  "მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის"ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთვარ არხზე“ გასული რეპორტაჟი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე იყო საუბარი, ბევრ უზუსტობას და არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.


სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დავით ლილუაშვილისა და მაია ხარაძისთქმით,  ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელებლი ასეთი ბრალდებები და თავდასხმა წააგავს მიზანმიმართულ კამპანიას, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არჩევნების დისკრედიტაციაა.

„დღეს,ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გავიდა რეპორტაჟი,სადაც საუბარი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე.


პრეტენზია გამოითქვა,რომ თითქოს "ქართული ოცნება" საოლქო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს ისეთი ადამიანებით, რომელთა მიუკერძოებლობასათან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეკითხვები ჰქონდათ.


ტელეკომპანიამ იხელმძღვანელა "სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის" მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებით.


"სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის" წარმომადგენელმა ბრალდებები გააჟღერა, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა: სწრაფად, ბუნდოვნად, კრიტერიუმებისა და სტანდარტების გარეშე.

 

როგორც პროცესში ჩართულმა მხარემ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი წარიმართა "საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად.


ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელებლი ასეთი ბრალდებები და თავდასხმა წააგავს მიზანმიმართულ კამპანიას, რომლის მიზანიცაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არჩევნების დისკრედიტაცია.“- განაცხადეს „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებმა.