გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

19-08-2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.


ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც ისრაელის საელჩო ახორციელებს საქართველოში.

როგორც აღინიშნა, ორივე სახელმწიფოს აქვს კარგი შესაძლებლობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდეს ყველა სფეროში.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.