გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გოგონა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..გახმაურებული სასამართლო პროცესი ქუთაისში

13-04-2018

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დაცვის მხარემ წერილობითი დოკუმენტაციები წარმოადგინა და საქმეში მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე ასევე შესავალი სიტყვით წარსდგა სასამართლოს წინაშე. მომდევნო პროცესი 11 მაისს ჩაინიშნა. ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუატარა. გოგონა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. რის გამოც, მატინოვას მშობლებმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. საქმის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ კი, 2018 წლის 26 იანვარს, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ირაკლი მერკვილაძის ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

„აიპრესი“

alia.ge