გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახაბერ ოქრიაშვილი: საბანკო სისტემა გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი

13-04-2018

პარლამენტის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, ქართული ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორია.

ამის შესახებ ოქრიაშვილმა ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადების თაობაზე საუბრისას აღნიშნა. 

„ვეხმაურები ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას საქართველოში არსებული საბანკო სისტემის შესახებ. ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და არა მისი განვითარების მუხრუჭი. 
სრულად ვეთანხმები დასმულ დიაგნოზს. მეტიც, სწორედ საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბების და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი. თავის მხრივ, სწორედ ეს ორი მოცემულობა იწვევს ქვეყნის სტაგნაციას და უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად“- განაცხადა ოქრიაშვილმა.