გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სასმელი წყალი სოფელ ხიდისყურსა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

20-08-2021

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"-მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულმა შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა“ სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.


პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, სანიტარული ზონის, სადარაჯო ჯიხურის მოწყობას. ორივე სოფელში მოეწყობა წყალსადენის ქსელი ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით.


შესრულებული სამუშაოს გარანტია 1 წელია.


საგარანტიო პერიოდში მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა.


პროექტის დასრულების შემდეგ ორივე სოფელის მოსახლეობას - სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.


მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აფინანსებს.