გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

24 საათში კოვიდ ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 586 პირი

21-08-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 510 941-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 442 956.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.

3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში.
50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 086 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 458, პირი, აჭარაში - 8 205, იმერეთში - 4 848.