გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

21-08-2021

ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამხედრო ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.


მასობრივი იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.