გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია: ღვინის საწარმოებთან რიგები აქტიური მუშა პროცესია, მთავარი ორგანიზებული მართვაა

21-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ რაოდენობას, 300 ათასამდე ტონას აღწევს.


„ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. რთველის პროცესში, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. მთავარია, რომ საკოორდინაციო შტაბის მხრიდან მოხდება რიგების ორგანიზებული მართვა. ჩვენი ამოცანაა, რომ რიგი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული, მევენახეებს არ მოუწიოთ ლოდინი რამდენიმე დღე და მოსავლის დაბინავება შეძლონ ერთი დღის განმავლობაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოებთან რიგების ორგანიზებულ მართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვენახების კადასტრის პროგრამა. კერძოდ, ღვინის საწარმოში წინასწარ წარდგენილი ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე, კომპანია ყურძნის ჩამბარებელ მევენახეს დაარეგისტირებს კონკრეტული დღეს, რაც ღვინის მწარმოებლებს რიგების ელექტრონული მართვის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.