შაბათი, ივნისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა

21-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეს სოციალურ ქსელ "Facebook"-ში ეხმაურება. 


მთავრობის მეთაური წერს, რომ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა.

  

"დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

 

იგი სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ მივაბარეთ მშობლიურ მიწას და ამით კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებს,  რომელთა მსახურებას დაუმარცხებელმა გენერალმა სიცოცხლე მიუძღვნა.

 

მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.