გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში ფერმერებს მობილური შესაწამლი აპარატები გადაეცათ

13-04-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად ფერმერებზე ტექნიკის განაწილების პროცესს დაესწრო. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ხელით შრომის შემსუბუქება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს მოიყვანონ უფრო მაღალი ხარისხის მოსავალი. 

პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის მემცენარეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 20%) 2044 ერთეული მობილური შემასხურებელი აპარატების მიწოდება. 

„ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელება, ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. ზუსტად ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, რომელიც შეიქმნა უშუალოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩვენ შევიძინეთ 2000-ზე მეტი პორტატიული გადასატანი სპეციალური შესაწამლი აპარატი, რომელიც სჭირდება და გამოადგება ადგილობრივ მოსახლეობას. ამ აპარატების დარიგება თანადაფინანსების პრინციპით მოხდება, 80%-ს გადაიხდის პროექტი, პროგრამა და სახელმწიფო, მხოლოდ 20% იქნება ფერმერის გადასახდელი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის წარმატება და დარწმუნებული ვარ მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლაშიც ეს აპარატები იქნება ეფექტური ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. 

მათივე ინფორმაციით, ერთეულის ღირებულება 900 ლარს შეადგენს. ფერმერებისა და აგრომეწარმეების გადასახდელი თანხა თანაგადახდის პრინციპით შეადგენს 181 ლარს. აღნიშნული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე. პროგრამის ბიუჯეტი 1 827 466 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"