გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: დმიტრო რაზმუკოვთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას

22-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს შორის, ასევე ტრიოსა და ევროპარლამენტს შორის",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.