გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პარლამენტის თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

23-08-2021

ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას  აუცილებლად დავძლევთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერის" ვაქცინით აიცრა,  სოციალურ ქსელში წერს.

 

კახა კუჭავას თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

,,ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს თავდაუზოგავი შრომისთვის.  დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას  აუცილებლად დავძლევთ",- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.