გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მერია ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკას სამედიცინო ტექნიკას შეუძენს

13-04-2018

ქუთაისის მერიამ მეოთხე პოლიკლინიკისათვის სამედიცინო მოწყობილობის შესაძენად 16 060 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 
სახელმწიფო შესყიდვაზე (NAT180005526) წინადადების მიღება 18 აპრილს მთავრდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ულტრაბგერითი ძვლის დენსიტომეტრის, ჰოლტერისა და სპირომეტრის აპარატების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ასევე, ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. 2015 წლის ნოემბერში კლინიკის თანამშრომლები მერიასა და ამავე კლინიკის დირექტორს დაუპირისპირდნენ. ისინი მერიას დირექტორის ერთპიროვნულ დანიშვნაში ადანაშაულებდნენ.

"მოსვლის დღიდან დირექტორი ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე, დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს ადამიანებს, რომლებმაც როგორც იტყვიან ჩვენი ზურგით მოვიტანეთ დღემდე პოლიკლინიკა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვიკლო ხელფასები და გაანთავისუფლა კვალიფიციური თანამშრომლები. შტატები გაიზარდა და დაინიშნა მერიის ჩინოვნიკების ნათესავები მაღალი ანაზღაურებით. ირაკლი ბრეგაძე ამ ყველაფერს ხსნის იმით, რომ ვალი გვაქვს მერიის (არ ვიმყოფებით მერიის დაფინანსებაზე) და თითქოსდა მერია ითხოვს საკმაოდ სოლიდურ თანხას (დავალიანება არ დასტურდება არანაირი დოკუმენტით) და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებულ თანხას, რომელიც სრულიად ბენეფიციარების მომსახურეობისათვის არის გათვლილი და არა "ატკატებისათვის", - ამბობდნენ მაშინ პოლიკლინიკის თანამშრომლები. 

"ქუთაისიპოსტი"