გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხობის მერობის კანდიდატი ქვემო ქვალონის, საგვიჩიოსა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა

23-08-2021

ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია ქვემო ქვალონის, საგვიჩიოსა და ახალსოფლის ამომრჩევლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მოსახლეობის საჭიროებებზე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


ადმინისტრაციულ ერთეულებში ბოლო 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა, მათ შორის:


რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, სკოლები და ამბულატორია, დაიგო გზები, მოეწყო გარე განათებები, ნაპირსამაგრები, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები.
ქვემო ქვალონში ამჟამად მიმდინარეობს 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა.


შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ქავთარაძე.