გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ჩიხელიძე: ISFED-ის უარგუმენტო მოხსენებები ჯანსაღ მსჯელობას ვერ უძლებს

24-08-2021

ექსპერტის საარჩევნო საკითხებში დავით ჩიხელიძის თქმით, ISFED-ის მოხსენებები და კრიტიკა, რომელიც უარგუმენტო, სუბიექტურ შეფასებებს ეყრდნობა, ვერ უძლებს ჯანსაღ მსჯელობას, რადგან იგი არ მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.


ჩიხელიძის თქმით, მაშინ, როდესაც ცესკოს სხდომები ღია ეთერით გადაიცემა, ეს ორგანიზაცია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს.
„ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე მიმდინარეობს არჩევნების პირველი ეტაპი, რაც ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქებისდაუბნების დაკომპლექტებასაც მოიცავს.


სხვა უამრავი პროცედურის გარდა, მნიშვნელოვანია ამ საკვანძო საკითხების ობიექტურობა და გამჭვირვალობა. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცესკო აღნიშნულ საკითხებს კანონის სრული დაცვით ახორციელებს. რასაკვირველია, აღნიშული პროცესის შეფასებას და მონიტორინგს ახდენს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია და უნდა აღინიშნოს, რომ პროცესს ისინი დადებითად აფასებენ, გარდა არაკონსტრუქციული და უარგუმენტო კრიტიკოსი, პროვოკატორი ორგანიზაციებისა, როგორიცაა ISFED-ი. მათი მოხსენებები, რომელიც უარგუმენტო, სუბიექტურ შეფასებებს ეყრდნობა, ვერ უძლებს ჯანსაღ მსჯელობას, რადგან იგი არ მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. მეტიც, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ორგანიზაციის მესვეურებს ეს უკანასკნელი არც წაუკითხავთ, ან განგებ ხუჭავენ თვალს, ვიწრო ორგანიზაციული ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა, საზოგადოების იმ ნაწილში, სადაც კანომდებლობა ცნობილია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. თუნდაც იმ ფონზე, როდესაც ცესკოს ყველა სხდომა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.


მაშინ, როცა კონკურსანტების შერჩევა ასევე ღია დაგამჭირვალე იყო და ანალოგიურად გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით. მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ კრძალავს ვინმეს, ამა თუ იმ პოზიციაზე დანიშვნას, ვინმესთან ახლობლობის გამო, ISFED-ის კრიტიკა უსუსურად გამოიყურება და ქმნის განგებ პროვოკაციული და წინარებოიკოტური ნიადაგის მომზადების ეტაპს“- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.