გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ღვინის ეროვნული სააგენტო: რთველის 2021-ს დროს ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება

24-08-2021

მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველმა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს.


გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს. სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რთველის 2021-ს დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი.


ყურადღება გამახვილდა რთველის პროცესში იმ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც, რაც პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემუშავდა.


რთველის დაწყებამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.