ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ოზურგეთში შინაური ცხოველების ქუჩაში გაშვება იკრძალება

14-04-2018

ოზურგეთის საკრებულოს დადგენილებით, აკრძალულია ქალაქ ოზურგეთის ქუჩებსა და მოედნებზე, ასევემუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ანმსხვილფეხა პირუტყვის გაშვება.

დადგენილებაში, რომელიც ოზურგეთის საკრებულომ 2018 წლის 4 აპრილს მიიღო, აღნიშნულია, რომ შინაური ცხოველების ყოლის სპეციალური წესების შემოღების მიზანი ქუჩებში სისუფთავის დაცვა და მწვანე ნარგავების შენარჩუნებაა. 

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იზოლაციას დაექვემდებარება როგორც მოხეტიალე, ისე უმეთვალყურეო ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირუტყვი, რომელიც გადაყვანილ იქნება მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე, ხოლო მისი მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება. 

თუ მესაკუთრე 30 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, ასევე ცხოველის სპეციალურ ადგილას გადაყვანისა და შენახვის ხარჯებს (1 სულზე დღეში 10 ლარს), მაშინ მისი კუთვნილი პირუტყვი საბაზრო ფასად გაიყიდება. გაყიდვის შედეგად შემოსული თანხიდან მოხდება ჯარიმისა და მომსახურების ხარჯების გადახდა ადგილობრივ ბიუჯეტში, დარჩენილი თანხა კი ცხოველის მესაკუთრეს გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის დადგენილებები 2015-2016 წლებში მიღებული ჰქონდათ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის საკრებულოებსაც. ახალი დადგენილების თანახმად, ორივე ეს ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

reginfo.ge