გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ღორის გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით სეს-ს ვეტერინარებმა კახეთში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

25-08-2021

ღორის გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სააგენტოს ვეტერინარებმა ადგილობრივი ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს და დეტალურად ისაუბრეს ღორის გადამდები დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებებზე, ინფექციის პოტენციურ წყაროსთან კონტაქტის თავიდან აცილებისა და დაავადების ადრეული ამოცნობის გზებზე.


როგორც სააგენტოს ვეტერინარებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ფერმერებს ჰქონდეთ ინფორმაცია ღორის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების კლინიკური ნიშნების, სპეციფიკური პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რათა დროულად უზრუნველყონ საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია და დაიცვან მოვლა/შენახვის აუცილებელი წესები.


ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო მასალებიც გადაეცათ.