14-04-2018
დღეს დილით გამთენიისას მულახი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ნიუპოსტს“ ადგილიდან აცნობეს ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა, ხიდიდან გადავარდა.
ადგილობრივების თქმით, ხიდი ერთი წლის წინ გაკეთდა, თუმცა მას შესაბამისი მოაჯირი არ აქვს გაკეთებული და ავტომობილის ხიდიდან გადავრდნაც სწორედ ამან გამოიწვია. მათი თქმით, ავტომობილში მსხდომი პირები სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ავტომობილში მყოფმა მეორე პირმა. მას სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია გაუკეთდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.