გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის ვადა დღს, 18:00 საათზე იწურება

25-08-2021

აბიტურიენტებს საკუთარ პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა დღევანდელი დღის 18:00 საათის ჩათვლით აქვთ.

მათ შეუძლიათ  რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამები დაამატონ, ადგილი შეუცვალონ ან წაშალონ.


აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.


ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ ღილაკის შენახვაგამოყენება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მითითებულია ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.


ამ კონკრეტული ვადის - 25 აგვისტოს 18:00-ის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.