გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნდობა მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა და გვაქვს მანდატი, 2024 წლამდე ვმართოთ ქვეყანა

25-08-2021

„ქართული ოცნების" მმართველობის 8-წლიანი პერიოდი, არის ის ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ თავი ვერ აარიდა უმძიმეს პროვოკაციას.


„ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც მოღალატეობრივად, ამას პირდაპირ უნდა დაერქვას სახელი, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გადასცა მტერს და ოკუპანტს. მათ ვერ აარიდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ასეთ უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ეს ყველამ იცოდა, მეგობრებო. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში მცხოვრებმა, ცხინვალის და ცხინვალის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ მათ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, ჩაერთოთ მთელი მსოფლიო, გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უბრალოდ, ამას, რა თქმა უნდა, ისტორია თავის სახელმს დაარქმევს, მაგრამ, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს, ასეთი მძიმე პროვოკაციის თავიდან არიდების ნაცვლად, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმულმა დაკარგული სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია და მე აღარ მინდა ამის თაობაზე ბევრი ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლით მათ ვახსენებ, თუ ვინ არიან ისინი. დღეს, ვუყურებთ რა მათ საარჩევნო კამპანიას, გამოდიან შემდეგი ლოზუნგებით, რომ 2021 წლის მოახლოებული არჩევნები, თურმე არის რეფერენდუმი. კარგად, რომ გავარჩიოთ, რას გულისხმობენ ისინი. 2020 წლის არჩევნებში, ჩვენმა გუნდმა მეშვიდედ, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვა. ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და მოგვცა მანდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძლიერად დავიცავთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ მანდატს. 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.