გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით შერაზადიშვილი ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა

25-08-2021

პარტია ,,ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ, გიორგი ლომიძესთან ერთად შეხვდა.


შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.


„ჩვენი მმართველობის პერიოდში ზვარეთში აშენდა ახალი სკოლის შენობა, რასაც მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა. რატევანში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის შენობას, მოწესრიგდა რამდენიმე ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არის და მომავალი ოთხი წლის მანძილზე არსებული პრობლემები მოკლე დროში აღმოვფხვრა“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა