გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

25-08-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება.


საბავშვო ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.


საბავშვო ბაღის ეზოში კეთილმოწყობილი სპორტული და საბავშო მოედანი იფუნქციონირებს.


ეზო იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული.


დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებდა.


აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.


ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.


საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მისი სამუშაოების ღირებულება 965 000 ლარია.


მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების აშენება და არსებულის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.


პატარები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ, რომლის შექმნაც მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია.