გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება

16-04-2018

ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება. ქუთაისის მოედანზე ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე ზეთის ხილის ხე, დეკორატიული ხე-მცენარეები და ფერადი ყვავილები დაირგვება.

ქალაქის ცენტრალური ნაწილის პროექტის მსგავსად, ანალოგიური ტიპის სამუშაოები ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე განხორციელდება. ესენია შარტავს გამზირი და თოდრიას წრე. აქაც გამწვანება მოეწყობა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ხე-მცენარეები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 40 000 ლარს შეადგენს. როგორც რუსთავსერვის ცენტრში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ტენდერი 17 აპრილს სრულდება. სამუშაოები კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"ინფორუსთავი"