გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების" ხელისუფლება ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და დემოკრატიულად ქვეყნის მართვა

25-08-2021

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. მთავრობა ამ მიზნით ყველაფერს აკეთებს, თუმცა ხარისხიანი განათლება კვლავაც გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.


„ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, რეაბილიტაციას ვუტარებთ მიტოვებულ ასობით სკოლასა და ბაღს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. ჩვენთვის კვლავაც გამოწვევად რჩება 800 სკოლის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენს გეგმებში ასევე შედის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მშვიდობასა და სტაბილურობას. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩვენი ქვეყნის მართვა. ყველაზე ადვილი, რა თქმა უნდა, დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმების ძალით შენარჩუნება და მასების მართვაა, მაგრამ ეს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. ეს არის დროებითი განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩვენი ხელისუფლების ხელწერა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ მოვუტანეთ გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანას და განვითარება, განვითარება და განვითარება უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი. ამისთვის, ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და შანსი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას, იმ საქმეების გაკეთებას, რომელზეც გესაუბრეთ. ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამ არჩევნების მნიშვნელობა - აუცილებელია ძლიერად გამარჯვება ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.